Belive

მორიგი ტესტი თურქეთთან - U21 სტამბოლში მატჩისთვის ემზადება

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები სანაკრებო პაუზის დროს კიდევ ერთ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებ.

ახალგაზრდული ნაკრები სტამბოლში თურქეთის 21-წლამდელებს შეხვდება. ამ მატჩისთვის გუნდი შემდეგი შემადგენლობით ემზადება:

მეკარეები: თორნიკე მეგრელიშვილი (საბურთალო), ლუკა კუტალაძე (დინამო თბილისი), ლუკა ხარატიშვილი (შუქურა ქობულეთი).

მცველები: ივა გელაშვილი (სიონი ბოლნისი), სანდრო კალანდაძე (დინამო თბილისი), დავით სამსონია (შუქურა ქობულეთი), ცოტნე კაპანაძე (თელავი), ლევან ხარაბაძე (პაფოსი, კვიპროსი), გიორგი გოჩოლეიშვილი (საბურთალო), საბა ხვადაგიანი (დინამო თბილისი), ბექა ხარაიშვილი (ლოკომოტივი თბილისი), მათე აბულაძე (ტორპედო ქუთაისი), საბა საზანოვი (დინამო მოსკოვი).

ნახევარმცველები: ნიკა გაგნიძე (უმრანიესპორი, თურქეთი), შოთა ნონიკაშვილი (საბურთალო), ლუკა გაგნიძე (დინამო მოსკოვი), ლუკა ხორხელი (სიონი ბოლნისი), გიორგი მოისწრაფიშვილი (დინამო თბილისი), ოთარ ფარულავა (გაგრა), ლევან ოსიყმაშვილი (დინამო თბილისი), ნიკა ხორხელი (სიონი ბოლნისი).

თავდამსხმელები: გიორგი გულიაშვილი (საბურთალო), გიორგი გაგუა (რეალ უნიონი, ესპანეთი), გიორგი კვერნაძე (თელავი).

რამა სვანაძის გაწვრთნილ გუნდს 2023 წლის ზაფხულში უმნიშვნელოვანესი ტურნირი ელოდება, რომელიც მთლიანად ქართული ფეხბურთისთვის დამოუკიდებლობის პერიოდში ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა - 21-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობაა. ტურნირზე, რომელიც საქართველოსა და რუმინეთში უნდა გაიმართოს, მონაწილეობის მიღების უფლება საქართველოს ნაკრების წევრებს, ხვიჩა კვარაცხელიას, ზურიკო დავითაშვილს, გიორგი წიტაიშვილს, ირაკლი აზაროვს, გიორგი მამარდაშვილს, ანზორ მექვაბიშვილს და სხვებს ექნებათ. აღნიშნული ამხანაგური შეხვედრები სწორედ ამ ტურნირისთვის მოსაზმადებელ პერიოდს ემსახურება. 

სხვა სტატიები