Belive

მორიგი ფენომენალური რეკორდი - მესი ისტორიაში კიდევ ერთხელ შევიდა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლიგა 1-ის მე-21 ტურის მატჩში "პსჟ" "მონპელიეს" ესტუმრა და 1:3 გაიმარჯვა.

მატჩის მეორე გოლი ლეგენდარულმა არგენტინელმა - ლეო მესიმ გაიტანა, რომლისთვისაც ეს გოლი ისტორიული გამოდგა და კიდევ ერთი შთამბეჭდავი რეკორდი დაამყარა.

კერძოდ კი, ლეო მესისთვის ეს გოლი საკლუბო ასპარეზზე 697-ე იყო, რაც TOP 5 ჩემპიონატებში, ყველა დროის საუკეთესო შედეგია.

ლეო მესის "ბარსელონას" შემადგენლობაში 672 გოლი აქვს გატანილი, "პსჟ"-ს შემადგენლობაში კი 25-ე გოლი გაიტანა.

სხვა სტატიები