Belive

მორიგი ოპერაცია - დემბელეს დიდი დრო გაუცდება

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
უსმან დემბელეს კარიერაში ტრავმები გრძელდება - ფრანგმა შემტევმა ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში მორიგი დაზიანება მიიღო, რის გამოც მოედანს დიდი დროით გამოაკლდება. ფრანგული მედიის ინფორმაციით, 24 წლის ვინგერის მუხლი საოპერაციოა. "ბარსელონას" ფეხბურთელს ქირურგიული ჩარევა ჩაუტარდება, სარეაბილიტაციო პერიოდი კი დაახლოებით, 3-4 თვეს გაგრძელდება. ლა ლიგის ახალი სეზონი 13 აგვისტოს დაიწყება. შესაბამისად, დემბელე ესპანეთის ჩემპიონატის საწყის ტურებში კატალონიურ კლუბს ვერ დაეხმარება. შეგახსენებთ, რომ უსმანი "ბარსელონამ" 2017 წელს დორტმუნდის "ბორუსიადან", 135 მილიონ ევროს სანაცვლოდ შეიძინა.

სხვა სტატიები