Belive

მორიგი აღიარება: მამარდაშვილი გრინვუდთან, ჰოლანდთან, დეპაისთან და სხვა ვარსკვლავებთან ერთად 

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

საქართველოს ნაკრების 20 წლის მეკარე, გიორგი მამარდაშვილი არამხოლოდ ესპანური, არამედ უკვე ევროპული სპორტული მედიის ინტერესის ქვეშ მოექცა და პრესტიჟული ევროპული სტატისტიკური გამოცემებისგან უმაღლესი შეფასებებიც დაიმსახურა. გარდა იმისა, რომ Whoscored.com-მა, "დინამო თბილისის" აღზრდილი გოლკიპერი ლა ლიგის პირველი ტურის სიმბოლურ გუნდში შეიყვანა და საუკეთესო მეკარედაც აღიარა, ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატის იმ ხუთკაციან სიაში შეიყვანა, რომლებმაც ახალ კლუბში ყველაზე კარგი თამაშით აღნიშნეს და იგივე მასშტაბით 21-წლამდე ასაკში მყოფი ფეხბურთელების თერთმეტეულშიც მოახვედრა.

მოკლე ნუსხაში ისეთი ფეხბურთელები მოხვდნენ, როგორებიც "სევილიას" ახალწვეული ერიკ ლამელა, "ბარსელონას" ახალი ცხრიანი მემფის დეპაი და ლონდონის "ჩელსის" ახალგზრდა მარჯვენა მცველი ტრევორ ჩალობა არიან. რაც შეეხება ახალგაზრდულ სიმბოლურ გუნდს, აქ მამარდაშვილთან ერთად "მანჩესტერ იუნაიტედის" შემტევი მეისონ გრინვუდი, დორტმუნდის "ბორუსიას" ამომავალი ვარსკვლავი ერლინგ ბრაუტ ჰოლანდი, მიუნხენის "ბაიერნის" მარჯვენა მცველი ალფონსო დევისი და სხვები არიან.

სხვა სტატიები