Belive

მონტენეგროს მეკარე, მატია სარკიჩი, 26 წლის ასაკში გარდაიცვალა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

გავრცელებული ინფორმაციით, "მილუოლისა" და მონტენეგროს ნაკრების მეკარე, მატია სარკიჩი, მონტენეგროს ქალაქ ბუდვაში მდებარე ბინაში მოულოდნელად გახდა შეუძლოდ. ამბობენ, რომ მისმა მეგობრებმა სასწრაფო გამოიძახეს, მაგრამ ის შაბათს, ადგილობრივი დროით დილის 6:30 საათზე გარდაიცვალა.

გრიმსბიში დაბადებული მონტენეგროელი ფეხბურთელი თამაშობდა რამდენიმე ინგლისურ კლუბში, მათ შორის "ასტონ ვილაში", "ვულვზში", "ბირმინგემ სიტისა" და "სტოკ სიტიში". სარკიჩმა უკანასკნელი შეხვედრა 5 ივნისს, ბელგიის ნაკრების წინააღმდეგ გამართა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა მას შემდეგ, რაც ცხრა სეივი შეასრულა. თინეიჯერობა სარკიჩმა "ანდერლეხტის" აკადემიაში გაატარა.

ჩემპიონატის ეგიდით, მილუოლში სარკიჩმა გასულ სეზონში 32 მატჩი ჩაატარა, გაუშვა 34 გოლი და კარი მშრალად 12-ჯერ შეინახა.