Belive

მონღოლეთის ჩემპიონატში 54 წლის ფეხბურთელმა ითამაშა (ვიდეო)

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მონღოლეთის საფეხბურთო ჩემპიონატში უცნაური და საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა. "სუმიდა გეპროსა" და "ულან ბატორს" შორის გამართული მატჩი ამ უკანასკნელის გამარჯვებით - 3:2 დასრულდა. დამარცხებული გუნდის შემადგენლობაში არც მეტი არც ნაკლები, 54 წლის ფეხბურთელმა, ხანდსურენ ოიუნბილეგმა ითამაშა. ​უხუცეს ფეხბურთელს 1996 წლის შემდეგ ფეხბურთთან შეხება არ ჰქონია, თუმცა 24-წლიანი პაუზის შემდეგ მოედანზე გავიდა და ამით ამჟამად მოქმედი ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელის, "იოკოჰამას" თავდამსხმელის, კაზუიოში მიურას რეკორდი მოხსნა. საინტერესოა, რომ გუნდს რომელშიც 54 წლის ფეხბურთელმა ითამაშა, ჩემპიონატში 15-დან 15 წაგება აქვს, ბურთების ბალანსი კი ასეთია - 7:82.

სხვა სტატიები