მომავალ მსოფლიოზე კუთხურების ბედს VAR გადაწყვეტს?
IFAB-ის (ფეხბურთის წესების საერთაშორისო საბჭო) წესების ცვლილებამ, შესაძლოა, VAR-ს საშუალება მისცეს, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე კუთხურების ბედი გადაწყვიტოს.
ცვლილების თანახმად, საფეხბურთო ასოციაციის საბჭო დაუშვებს უფრო მეტ მოკლევადიან გამოცდას (მცირე ლიგებში ან ტურნირებში), როგორც ალტერნატივას იმ სისტემისა, რომლის მიხედვითაც, მსხვილი ტურნირები ძირითადად მხოლოდ მათი გამოცდის შემდეგ იღებენ ზომებს.
თუ ეს ცვლილება განხორციელდება, მომავალი ზაფხულის 48-გუნდიანი მსოფლიო ჩემპიონატი იქნება პირველი, რომელიც VAR-ის გამოყენებას კუთხურების გადასაწყვეტად დაიწყებს - ტექნოლოგიით, რომელიც გამოყენებული იქნება იმის შესაფასებლად, სრულად გადაკვეთა თუ არა ბურთმა ხაზი ან რომელი გუნდი შეეხო ბურთს ბოლოს.
განიხილეს ისიც, რომ VAR-ს არასწორად მიცემული მეორე ყვითელი ბარათის გაუქმების უფლებაც ჰქონოდა, თუმცა მისი სუბიექტური ბუნების გამო, ეს ნაბიჯი გაცილებით რთული გადასადგმელია.
VAR could be given powers over corners and second yellow cards at next year's World Cup@martynziegler reports 🔽https://t.co/vPiBLeBtsJ
— Times Sport (@TimesSport) December 1, 2025