Belive

მოგებული ტიტულების რაოდენობით გვარდიოლა ლუჩესკუს გაუთანაბრდა

11 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,მანჩესტერ სიტის'' მთავარი მწვრთნელი, პეპ გვარდიოლა ,,ინტერთან'', ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩის მოგების შედეგად 35-ე ტიტულს დაეუფლა.

ესპანელი სპეციალისტი მოპოვებული ტიტულების რაოდენობით მირჩა ლუჩესკუს გაუთანაბრდა და ახლა ორივე მწვრთნელი მეორე ადგილს იყოფს.

სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მეტი - 49 ტიტული სერ ალექს ფერგიუსონის ანგარიშზეა. მესამე ადგილზე ვალერი ლობანოვსკია (30), მეოთხეზე - ოტმარ ჰიცფელდი (28), მეხუთე ადგილს კი 26-26 ტიტულით ჟოზე მოურინიო, ლუიშ ფელიპე სკოლარი და ჯოკ სტეინი იკავებენ.

სხვა სტატიები