Belive

მოედანზე შეჭრილ გულშემატკივარს მესის ავტოგრაფის მიღება სურდა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

დღეს არგენტინის ნაკრებმა ამხანაგურ შეხვედრაში იამაიკა მარტივად 3:0 დაამარცხა. ამ მატჩში ლიონელ მესიმ დუბლი შეასრულა და ნაკრებში 90 გოლიც მოაგროვა.

ამ გამარჯვებით სამხრეთ ამერიკელები შთამაბეჭდავ მოგებათა სერიას განაგრძობენ. "ალბისელესტეს" უკვე 35 მატჩია მოედანი დამარცხებულს არ დაუტოვებია.

თუმცა, ამ შეხვედრაში კიდევ ერთი საინტერესო რამ მოხდა. მესის გოლი შემდეგ, მოედანზე ერთ-ერთი გულშემატკივარი შეიჭრა, რომელიც კალმით შეიარაღებული მესის ავტოგრაფის მიღებას ცდილობდა. ლეო მოემზადა ფანის ოცნების ასახდენად, მაგრამ დაცვა მალევე მოვიდა და სტადიონზე შემოჭრილი პიროვნება დააკავა.

მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე არგენტინის ნაკრებს 16 ნოემბერს არაბეთის გაერთიანებულ საემიროებთან ელის ამხანაგური მატჩი. ყატარში გასამართ მუნდიალზე არგენტინა ერთ-ერთი ფავორიტია. ისინი გახსნით შეხვედრაში 22 ნოემბერს საუდის არაბეთს დაუპირისპირდებიან, მექსიკას 26 ნოემბერს, ხოლო ჯგუფის ბოლო შეხვედრა პოლონეთის წინააღმდეგ 30 ნოემბერს შედგება.

სხვა სტატიები