Belive

მოდრიჩი რეალის დატოვებას არ გეგმავს

10 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჯუდ ბელინგემის ტრანსფერთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, ესპანური მედია საშუალებები აქტიურად სპეკულირებდნენ, რომ ლუკა მოდრიჩი სამეფო კლუბს დატოვებდა, თუმცა, უკანასკნელი ცნობების თანახმად, მოდრიჩმა "რეალთან" კონტრაქტი 2024 წლამდე გაახანგრძლივა.

"ბლანკოსის" ხორვატი ვარსკვლავის შეძენით საუდის არაბეთის კლუბები ინტერესდებოდნენ და მოდრიჩს სოლიდურ ანაზღაურებას სთავაზობდნენ, მაგრამ ამ უკანასკნელმა "რეალის" დატოვებაზე უარი განაცხადა.

ფაბრიციო რომანოს მტკიცებით, მოდრიჩმა საუდის არაბეთის კლუბების შემოთავაზება არ მიიღო და არც მომავალში აპირებს განხილვას.

სხვა სტატიები