Belive

მოდრიჩი: ,,ეს ყველაფერი რუსეთის მსოფლიო ჩემპიონატს მახსენებს''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ხორვატიის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, ლუკა მოდრიჩმა, იაპონიასთან მოგებული მატჩი შეაფასა:

,,დრამის გარეშე არ შეგვიძლია. ბედნიერები ვართ, რადგან მომდევნო ეტაპზე გავედით. პირველ ტაიმში კარგი მომენტები გვქონდა, მაგრამ ვერ გავიტანეთ. თუმცა, ხასიათი ისევ გამოვავლინეთ და მივედით პენალტების სერიამდე, სადაც ლივაკოვიჩი სასწაული იყო.

რთული, დამღლელი მატჩი გამოვიდა. ეს რუსეთის მსოფლიო ჩემპიონატს მახსენებს. ლივაკოვიჩმა დაამტკიცა, რომ შესანიშნავი მეკარეა. მომდევნო მეტოქეს მოუთმენლად ველით,'' - განაცხადა მოდრიჩმა.

მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალური ეტაპის შეხვედრაში ხორვატიის ნაკრებმა იაპონიას პენალტების სერიაში მოუგო და მეოთხედფინალში გავიდა.

დალიჩის გუნდის მომავალი მეტოქე ბრაზილიისა და სამხრეთ კორეის დაპირისპირებაში გაირკვევა.

სხვა სტატიები