"მნიშვნელოვანია ასეთი ენთუზიაზმით გავაგრძელოთ თამაში" - ლუკა ლოჩოშვილი
7 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
იტალიის სერია B-ს 33-ე ტურის შეხვედრაში "სალერნიტანამ" "სუდტიროლი" 2:1 დაამარცხა. ქართველმა მცველმა, ლუკა ლოჩოშვილმა მატჩი შეუცვლელად ჩაატარა და კარგი შეფასებაც დაიმსახურა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ქართველმა ფეხბურთელმა მედიასთან კომენტარი გააკეთა:
ეს გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის, ახლა მნიშვნელოვანია ასეთი ენთუზიაზმით გავაგრძელოთ თამაში. გუნდის გულშემატკივრების აღშფოთება მესმის, სიტუაცია არ არის მარტივი, რადგან სატურნირო მდგომარეობა მძიმეა, გავარდნასთან ახლოს ვართ. იმედი გვაქვს, რომ გუნდის გადარჩენას შევძლებთ და ამ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ. ჩვენ გვყავს გამოცდილი მოთამაშეები, რომლებმაც იციან ზეწოლის ქვეშ როგორ იმოქმედონ. დარჩენილ ტურებში მაქსიმალურად უნდა მოვახერხოთ ბევრი ქულის დაგროვება.
მწვრთნელმა დიდი მოტივაცია მოგვცა და ზედმეტი წნეხის გარეშე ვთამაშობთ. ის ძალიან მეხმარება. მომდევნო ორ ტურში სამი ქულის აღება უნდა მოვახერხოთ, რადგან უკეთესი მდგომარეობა შევიქმნათ, კალენდარი ჩვენს მხარესაა და ყველაფერი ჩვენს ხელშია. - ლუკა ლოჩოშვილი
"სალერნიტანა" სერია B-ს ცხრილში 33 ქულა აქვს და მე-18 პოზიციაზეა, მას 2 ქულით რამდენიმე გუნდი უსწრებს, ესენია: "ბრეშა", "სუდტიროლი", "სამპდორია" და "ჩიტადელა".