Belive

MLS-ის გუნდებმა საკმაოდ კარგ ფეხბურთელებს მოუყარეს თავი

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

"ლოს-ანჯელესმა" ცოტა ხნის წინ დაადასტურა ევროპის ორი გამორჩეული ფეხბურთელის, გარეთ ბეილისა და ჯორჯო კიელინის ტრანსფერი. ამერიკული კლუბი საკმაოდ ძლიერ გუნდს აყალიბებს. შეგახსენებთ, რომ "ანგელოზების ქალაქში"  "არსენალის" ყოფილი ფეხბურთელი კარლოს ველაც თამაშობს. კლუბი ამჟამად დასავლეთ კონფერენციის სათავეში დგას და "ოსტინს" 5 ქულით უსწრებს. გარეთ ბეილისთვის დროული იყო ახალი კლუბის პოვნა. ყველამ ვიცით, რომ უელსელის დაბრუნება "რეალში" არ გამოდგა წარმატებული და ის აქტიურად ეძებდა გუნდს, სადაც რეგულარულად ითამაშებდა. გარეთს სჭირდება სათამაშო პრაქტიკა, ვინაიდან მისი ნაკრები გასულია ყატარის 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე. ბეილს საგრძნობლად მოუწია ხელფასის შემცირება, რაც იმას ნიშნავს, რომ უელსელისთვის ფული მთავარი არაა. ესპანეთში ის 28 მილიონ ფუნტს იღებდა წელიწადში, ამერიკაში გარეთი თვეში მხოლოდ 100 000 ფუნტს მიიღებს.  

ბუნებრივია, რომ კიელინისა და ბეილის დამატებით MLS-ის დონე საგრძნობლად აიწევს. საინტერესოა როგორი იქნება MLS-ის საუკეთესო თერთმეტეული. მეკარე - ანდრე ბლეიკი ("ფილადელფია") ცენტრალური მცველი - უოკერ ციმერმანი ("ნეშვილი") ცენტრალური მცველი - ჯორჯო კიელინი ("ლოს-ანჯელესი") ცენტრალური მცველი - დომენიკო კრიშიტო ("ტორონტო") ნახევარმცველი - ბლეზ მატუიდი ("ინტერ მაიამი") ნახევარმცველი-ვიქტორ ვანიამა ("მონრეალის გავლენა") ნახევარმცველი – დუგლას კოსტა ("ლოს-ანჯელესი") ნახევარმცველი - გარეტ ბეილი ("ლოს ანჯელესი") ნახევარმცველი - ლორენცო ინსინე ("ტორონტო") თავდამსხმელი- კარლოს ველა ("ლოს-ანჯელესი") თავდამსხმელი-იოზეფ მარტინესი ("ატლანტა იუნაიტედი")  

სხვა სტატიები