მხოლოდ მას და მესის | ივან პერიშიჩი მუნდიალების ისტორიაში სამუდამოდ ჩაეწერება
მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთმა მთავარმა ფავორიტმა, ინგლისის ნაკრებმა, ტურნირი დიდებული მატჩითა და გამარჯვებით დაიწყო. „სამმა ლომმა“ პირველივე ტურში საკმაოდ ძლიერ ხორვატიის ნაკრებთან ბრწყინვალე თამაში გამართა და მაყურებელს ნამდვილი საფეხბურთო შოუ აჩუქა. შეხვედრა ინგლისელთა დამაჯერებელი გამარჯვებით, 4:2 დასრულდა.
ხორვატთა მეორე გოლი პეტარ მუსას ანგარიშზეა, რომელმაც ულამაზესი გოლი გაუტანა ჯორდან პიკფორდს, მას საგოლე გადაცემა კი ვეტერანმა ხორვატმა - ივან პერიშიჩმა გაუკეთა, რომელიც ისტორიული ამოჩნდა.
კერძოდ - ხორვატიის ნაკრების ვეტერანმა შემტევმა, ივან პერისიჩმა, მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში მორიგი ოქროს ფურცელი ჩაწერა. 2026 წლის მუნდიალზე გაკეთებული მორიგი საგოლე გადაცემით, მან უნიკალურ ნიშნულს მიაღწია. მან საგოლე პასი მსოფლიო ჩემპიონატის ოთხ სხვადასხვა გათამაშებაში შეასრულა.
4 - Ivan Perisic has assisted a goal on four World Cup editions, with only Lionel Messi also providing an assist on as many World Cup tournaments on record (since 1966).
— OptaJohan (@OptaJohan) June 17, 2026
Evergreen. pic.twitter.com/nyP48oW3E9
სტატისტიკის წარმოების ისტორიაში (1966 წლიდან დღემდე), პერიშიჩის გარდა ეს მხოლოდ ერთადერთმა ფეხბურთელმა, ლეგენდარულმა ლიონელ მესიმ შეძლო.
ივან პერისიჩს კარიერაში ზუსტად ოთხ მსოფლიო ჩემპიონატზე აქვს ნათამაშები (2014, 2018, 2022 და 2026 წლებში). აღსანიშნავია, რომ მან ოთხივე ტურნირზე მოახერხა მინიმუმ ერთი საგოლე მოქმედებით (გოლით ან ასისტით) გამორჩეულიყო, რაც მის უმაღლეს კლასსა და სტაბილურობაზე მეტყველებს.
ფეხბურთის ექსპერტები ხშირად აღნიშნავენ, რომ ხორვატიის ნაკრების წარმატების ფორმულა მხოლოდ ლუკა მოდრიჩის გენიალურობა არ არის. ამ გუნდის მთავარი ძრავა და გადამწყვეტი მომენტების კაცი სწორედ ივან პერიშიჩია.
37 წლის ხორვატი არის ფეხბურთელი, რომელსაც ნაკრებისთვის ყველაზე მნიშვნელოვან შეხვედრებში გააქვს. მისი გოლები 2018 წლის მუნდიალის ნახევარფინალში (ინგლისთან) და ფინალში (საფრანგეთთან), ასევე 2022 წლის ჩემპიონატზე, ხორვატიის ისტორიული მიღწევების საძირკველი გახდა.