მხოლოდ 9 წუთი მოედანზე | იური ტაბატაძე ტრავმის გამო შეცვალეს
ლა ლიგა 2-ის 22-ე ტურში ალბასეტემ კადისს უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა. ეს წაგება კადისს ძვირად დაუჯდა, რადგან ცხრილის პირველი ექსვსეულიდან ამოვარდა.
მატჩის ერთადერთი გოლი ალბასეტეს მცველმა, პეპემ, მე-60 წუთზე გაიტანა. კადისის მწვრთნელმა მოედანზე მაშინვე შემოიყვანა იური ტაბატაძე, თუმცა ქართველისთვის სამწუხაროდ, ზუსტად 9 წუთში მუხლის დაზიანება მიიღო და მოედანი სამედიცინო პერსონალთან ერთად დატოვა.
LOS CADISTAS ESTAN DE LUTO.
— →AlbertoKadista← (@_CadismoPuro_) January 18, 2026
Al acabar el partido el MÁXIMO GOLEADOR del @Cadiz_CF (#TABATADZE) no podía ni andar para ir al Vestuario. Como se confirme que sea un MENISCO, un CRUZADO o algo por el estilo las opciones de Playoff se esfuman y habrá que acudir al MERCADO INVERNAL. pic.twitter.com/GFirmpheyK
La Cara de IURI TABATADZE no es nada buena. HOY TODO ESTÁ SALIENDO MAL al @Cadiz_CF. pic.twitter.com/QMp0tIKuIa
— →AlbertoKadista← (@_CadismoPuro_) January 18, 2026
მიმდინარე სეზონში, იური ტაბატაძეს, ლა ლიგა 2-ში, 6 გოლი აქვს გატანილი. კადისი მეშვიდე ადგილზეა და მომდევნო ტურში, 25 იანვარს, გრანადას უმასპინძლებს.