Belive

მიუნხენის ბაიერნმა მსოფლიო ჩემპიონი იყიდა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მიუნხენის "ბაიერნის" ოფიციალურმა Twitter გვერდმა ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა. ბენჟამენ პავარი "ბაიერნის" ფეხბურთელია. მსოფლიო ჩემპიონი მარჯვენა მცველი მიუნხენელებმა 5 წლით შეიძინეს. აღნიშნული ინფორმაცია კლუბის სპორტულმა დირექტორმა, ჰასან სალიჰამეჯიჩმა დაადასტურა.

ბენჟამენ პავარი "რეკორდმაისტერს" ზაფხულში შეუერთდება. ამჟამად ის "შტუტგარტის" ღირსებას იცავს და საფრანგეთის ნაკრების შეუცვლელი წევრია. პავარმა მსოფლიო ჩემპიონატი უმაღლეს დონეზე ჩაატარა და მსოფლიოს გრანდების ყურადღება სწორედ 2018 წლის ზაფხულში მიიპყრო. აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა მცველით ინტერესს კატალონიის "ბარსელონაც" გამოხატავდა, თუმცა კატალონიელებმა პავარის შეძენაზე უარი მისი სატრანსფერო ფასის გამო თქვეს.

სხვა სტატიები