Belive

მიულერი: ,,თუ ეს ჩემი ბოლო სანაკრებო მატჩი იყო, მისგან დიდი სიამოვნება მივიღე''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

კოსტა რიკასთან მატჩის შემდეგ, გერმანიის ეროვნული ნაკრების შემტევმა, ტომას მიულერმა, სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ მიანიშნა:

,,თუ ეს ჩემი ბოლო სანაკრებო მატჩი იყო, მისგან დიდი სიამოვნება მივიღე. ერთად წარმოუდგენელი მომენტები გამოვცადეთ. ვცდილობდი, რომ ყოველ მატჩში ბოლომდე დავხარჯულიყავი. ამას დიდი სიყვარულით ვაკეთებდი,'' - მიულერის სიტყვებს ფაბრიციო რომანო ციტირებს.

ტომას მიულერი გერმანიის ნაკრებში 2010 წლიდან თამაშობს. 33 წლის ფეხბურთელის ანგარიშზე ეროვნული გუნდის მაისურით ჩატარებულ 121 შეხვედრაში 44 გოლია.

დღეს გერმანიის ნაკრები, კოსტა რიკასთან გამარჯვების მიუხედავად, მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფში ჩარჩა.

სხვა სტატიები