Belive

მიულერი: "პირველი ტიტულის შემდეგ, ეს ყველაზე ემოციური ჩემპიონობაა" 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ბაიერნის" ნახევარმცველმა ტომაშ მიულერმა თავისი გუნდის მიერ გერმანიის ბუნდესლიგაში ჩემპიონობით დასრულებული სეზონი შეაჯამა. "რა თქმა უნდა, ეს უჩვეულო სიტუაციაა. დიდი პატივია ყველასთვის, ვისაც ამ სეზონში თამაშის შესაძლებლობა მოგვეცა. მინდა ჩვენს ყველა გულშემატკივარს მადლობა გადავუხადო. ყველაფრის მიუხედავად, მათ მაინც უყვართ ფეხბურთი. იმედი მაქვს, რომ მათ უკვე სტადიონზე მალე შევხვდებით.  მინდა ვთქვა, რომ ბუნდესლიგის პირველ ტიტულთან ერთად, ეს ჩემთვის ყველაზე ინტენსიური და ემოციური ჩემპიონობაა რომელიც მომიგია, ვინაიდან ძალიან დატვირთული და მძიმე შემოდგომა გვქონდა, შემდეგ კი კორონავირუსის პანდემია იყო. საბედნიეროდ, ჩვენ ახალგაზრდა ფეხბურთელებთან ადაპტაცია კარგად მოვახერხეთ და დარწმუნებული ვარ, რომ ეს შედეგს გამოიღებს - ჩვენ ერთად ვიზეიმებთ წარმატებას", - თქვა მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონმა. 30 წლის ფეხბურთელმა ამ სეზონში "ბაიერნის" 45 მატჩში 12 გოლი გაიტანა და 25 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სხვა სტატიები