Belive

მიულერი: "მესის ყოველთვის მარტივად ვუმკლავდებით, რონალდუ ჩვენი პრობლემა იყო..."

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და მიუნხენის "ბაიერნის" შემტევმა - ტომას მიულერმა, "პსჟ"-ს დამარცხების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა და ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მის კლუბს მესისთან თამაში ყოველთვის უმარტივდება.

"მესის წინააღმდეგ ჩვენ თამაში ყოველთვის კარგად გამოგვდის. ისე ხდება, რომ მას საკმაოდ მარტივად ვანეიტრალებთ და ჩვენს წინააღმდეგ თამაში არ გამოსდის.

საკლუბო დონეზე კრიშტიანუ რონალდუ ბევრად უფრო დიდ პრობლემას გვიქმნიდა, როდესაც ისი "მადრიდის რეალში" თამაშობდა, მისი გაჩერება ყოველთვის გვიჭირდა.

თუმცა მინდა აქვე დავამატო, რომ როგორც ფეხბურთელს, უფრო დიდ პატივს ლეო მესის ვცემ. დასაფასებელია ის ყველაფერი, რაც მან მსოფლიო ჩემპიონატზე საკუთარი ნაკრებისთვისა და ხალხისთვის ჩაიდინა".

სხვა სტატიები