Belive

"მისი განწყობიდან ჩანს, რომ გული გატეხილი აქვს" - სპორტული ექსპერტი კვარაზე

16 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

დღეს, ჩემპიონთა ლიგის ფაზის მე-3 ტურის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მატჩი გაიმართება, 23:00 საათზე პსჟ ბარსელონას დაუპირისპირდება. შეხვედრამდე ფრანგული ავტორიტეტული მედიის RMC-ის გადაცემაში ხვიჩა კვარაცხელია განხილვის საგანი გახდა და მასზე აქტიურად საუბრობდნენ.

გადაცემაში კვარას ფორმა როგორც სპორტულმა ექსპერტებმა ასევე ჟურნალისტებმა შეაფასეს, გთავაზობთ მათ კომენტარებს:

თუ კვარა ძირითად შემადგენლობაში იქნება, ეს დიდ რისკთან იქნება დაკავშირებული. მისი განწყობიდან ჩანს, რომ გული გატეხილი აქვს და თამაშში სრულად ჩართული არ არის. იგრძნობა გარკვეული დაძაბულობა. ლიგა 1-ში მას უკვე ჰქონდა კარგი მატჩები, თუმცა ამჟამად მისი თამაში იმედგაცრუებას იწვევს. - ფრანსუა კლერკი
თუ ბარსელონასთან ითამაშებს, თავის ჩვეულ დონეს აჩვენებს და კარგად იასპარეზებს, ვფიქრობ, ეს ერთგვარი სიგნალი იქნება, რომ დროა, ყველაფერი შეიცვალოს. ვეთანხმებით თეორიას, რომ ის "მატჩებს არჩევს“, ამას მშვიდად შევეგუეთ, რადგან გვესმის, რომ პსჟ-ში არავის ადარდებს ლიგა 1. ლიგა 1-ში ის ნამდვილად საშუალო დონეზე თამაშობს. თუ ხვალ კარგად ითამაშებს, მწვრთნელის ადგილას რომ ვიყო, ამას კარგად არ მივიღებდი. - დანიელ რიოლო
თუ ლუის ენრიკე ხედავს იმას, რასაც ახლა კვარა აკეთებს, ისევე, როგორც ჩვენ ყველანი ვხედავთ, მაშინ მას მოედანზე არ გაიყვანს თუ იძულებული არ გახდება, რომ ათამაშოს, მან მაინც უნდა გააგრძელოს მასზე ზეწოლა, რადგან ფეხბურთელს ჯერ კიდევ არ დაუბრუნებია სათანადო დამოკიდებულება. ის ამჟამად პსჟ-ის ძირითად შემადგენლობაში არ არის, რადგან საკმარისად კარგ ფორმაში არ იმყოფება.

მაგრამ არის კიდევ ერთი ფაქტორი ეს მისი სეზონის მხოლოდ ერთი მონაკვეთია, უბრალოდ ცუდი პერიოდი. ის კვლავ გახდება ძალიან კარგი მოთამაშე არა მხოლოდ ჩემპიონთა ლიგაზე, არამედ ლიგა 1-შიც, ის დაიბრუნებს თავის ადგილს და მერვედფინალში უკვე ძირითად შემადგენლობაში იქნება.

ოქროს ბურთთან დაკავშირებულ ყველა დებატში ერთი რამ მხედველობიდან გამოგვრჩა: სეზონის დასაწყისში ის, შესაძლოა, თავს პრეტენდენტად მიიჩნევდა, თუმცა, სხვადასხვა მხრიდან აგორებული კამპანიების ქარცეცხლში მიხვდა, რომ მასზე აღარავინ საუბრობდა. სწორედ ამიტომ დაიწყო სეზონი გარკვეულწილად ჩამქრალმა, მაშინ როცა მსოფლიო ჩემპიონატის გამოტოვების შემდეგ, თავად ბრწყინვალე სტარტს ელოდა. - ფლორან გოტრო
გასულ წელს, სეზონის პირველ ნახევარში, ერთადერთი ღირსეული მატჩი, რომელიც მან ჩაატარა, რენის წინააღმდეგ იყო (5:0), სხვა მხრივ, სეზონის პირველი ნახევარი საშუალო დონის ჰქონდა. ჩვენ ვსაუბრობდით საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატზე. წელს მას მსოფლიო ჩემპიონატზე არ უთამაშია, სეზონისწინა მოსამზადებელი ეტაპი კი იდეალური ჰქონდა. მაშ, როგორ ავხსნათ, რომ კვარა, რომელიც, შესაძლოა, ოქროს ბურთის პრეტენდენტთა ხუთეულშიც კი იყოს სტრასბურთან მატჩში მეკარესთან პირისპირ გასულიც კი ვერაფერს გახდა? - ვალიდ აშერშური

სხვა სტატიები