Belive

"მისგან ამ ყველაფრის ახსნა მჭირდება" | მოურინიომ კარსდორპი გუნდიდან გაუშვა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"რომას" ფეხბურთელმა რიკ კარსდორპმა განაცხადა, რომ ქალაქი მას შემდეგ დატოვა, რაც ჟოზე მოურინიომ მკაცრად გააკრიტიკა.

იტალიური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ერთ-ერთ ფეხბურთელს მოღალატე უწოდა და თქვა, რომ იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე ახალი კლუბის ძებნა მოუწევდა. იტალიური გამოცემა Corriere Dello Sport იტყობინება, რომ ის ფეხბურთელი, რომლითაც მოურინიო უკმაყოფილო დარჩა, ნიდერლანდელი რიკ კარსდორპია.

ამ განცხადების შემდეგ პორტუგალიელმა მთავარმა მწვრთნელმა, "ტორინოსთან" მატჩში კარსდორპი განაცხადში არ შეიყვანა.

“მე გადავწყვიტე, რომ დღეს კარსდორპი არ ითამაშებდა და მან იცის რატომ. ეს ჩემი გადაწყვეტილებაა.”

ცნობილი ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს თქმით, ფეხბურთელმა ქალაქი უკვე დატოვა.

27 წლის ფეხბურთელის აგენტმა იოჰან ჰენკესმა, ჟოზეს ქმედებაზე კომენტარი გააკეთა:

"გაკვირვებული ვარ მოურინიოს სიტყვებით, მისგან ამ ყველაფრის ახსნა მჭირდება. ჩემთვის ისიც მოულოდნელია, რომ თითს ყველა რიკისკენ იშვერს. კლუბისგანაც გვჭირდება განმარტებები მწვრთნელის სიტყვებსა და ქმედებაზე."

მოურინიო კიდევ ერთხელ მოექცა ყურადღების ცენტრში მას შემდეგ, რაც "ტორინოსთან" დაძაბულ მატჩში გააძევეს.

“რომა” სერია A-ში მეშვიდე ადგილზეა და ჩემპიონატის ლიდერ “ნაპოლის” 14 ქულით ჩამორჩება.

სხვა სტატიები