Belive

მირჩა ლუჩესკუს ხსოვნის პატივსაცემად, უეფას ეგიდით გასამართი ყველა მატჩი წუთიერი დუმილით დაიწყება

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

უეფას საკლუბო ტურნირების ყველა მატჩი, რომელიც ამ კვირაშია დაგეგმილი, მირჩა ლუჩესკუს ხსოვნისადმი მიძღვნილი წუთიერი დუმილით დაიწყება. ინფორმაციას უეფას ვეგვერდი ავრცელებს.

რუმინელი სპეციალისტი გუშინ, 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. ლუჩესკუ რამდენიმე დღის წინ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მიოკარდიუმის ინფარქტის დიაგნოზი დაუსვეს.

გასულ თვემდე ლუჩესკუ რუმინეთის ეროვნულ ნაკრებს ხელმძღვანელობდა, რაც მისი 47-წლიანი სამწვრთნელო კარიერის ბოლო ეტაპი აღმოჩნდა. მწვრთნელის ამპლუაში ლეგენდარულმა სპეციალისტმა სულ 1687 შეხვედრა ჩაატარა და 35 ტიტული მოიპოვა.