Belive

მირალემ პიანიჩი მოსკოვის ცსკა-ში გადავიდა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მირალემ პიანიჩის ახალი გაჩერება რუსეთია. ბოსნიელმა ფეხბურთელმა მოსკოვის "ცსკა"-სთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, ხელშეკრულება კიდევ ერთი წლით გახანგრძლივებასაც ითვალისწინებს (1+1).

Relevo-ს ცნობით, 34 წლის ფეხბურთელი რუსული კლუბისგან ყოველწლიურად 1 მილიონ ევროს + ბონუსს მიიღებს.

მოუთმენლად ველოდები დაწყებას. კარგად ვიცნობ ამ დიდებულ კლუბს, ვესაუბრე რაჰიმიჩსაც, რომელიც ჩემი მეგობარია. ცოტა დასვენებასაც მოვასწრებ. - განაცხადა პიანიჩმა

ბოსნიელი ფეხბურთელი მაღალ დონეზე 2007 წლიდან თამაშობს. მას "მეცში", "ლიონში", "რომაში", "იუვენტუსში", "ბარსელონაში", "ბეშიქთაშსა" და გაერთიანებული საემიროების "შარიაჰში" უთამაშია. კლუბურ დონეზე მის ანგარიშზე 60 გატანილი გოლია, ბოსნიის ნაკრების შემადგენლობაში კი 115 მატჩში 18 გოლი აქვს გატანილი.