Belive

მიქელთაძემ ნაკრებში ჩამოსვლის გამო, ბარსელონასთან თამაშზე უარი თქვა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
,,ნიუკასლ ჯეთსის'' თავდამსხმელმა, ბექა მიქელთაძემ, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ჩამოსვლის გამო, ,,ბარსელონას'' წინააღმდეგ თამაშზე უარი თქვა. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს. ქართველი ფეხბურთელი ავსტრალიის A ლიგის სიმბოლურ გუნდში მოხვდა, რომელიც 25 მაისს სიდნეიში კატალონიურ გრანდს უნდა შეხვდეს.
,,ბარსელონასთან არ ვითამაშებ, რადგან ნაკრებში გამომიძახეს. ჩემთვის მთავარია, დროულად ჩამოვიდე და კარგად მოვემზადო. ახლა თვითმფრინავში ვარ და საქართველოში მოვფრინავ,'' - მიქელთაძის სიტყვებს პირველი არხი ციტირებს.
ბექა მიქელთაძემ ავსტრალიის ჩემპიონატის გასულ სეზონში ჩატარებულ 24 მატჩში 13 გოლი გაიტან და ბომბარდირებს შორის მხოლოდ ჯემი მაკლარენს ჩამორჩა.

სხვა სტატიები