Belive

მიქელთაძე ნიუკასლ ჯეტსის წლის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბექა მიქელთაძე "ნიუკასლ ჯეტსის" წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ამის შესახებ პოსტი ავსტრალიური გუნდის ოფიციალურმა გვერდმა გამოაქვეყნა. ქართველმა თავდამსხმელმა ნაიჯელ ბუგარდის სახელობის ჯილდო სადებიუტო სეზონში მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ ბექა "ნიუკასლ ჯეტსის" რიგებს გასული წლის ზაფხულში, "ქსანთიდან" შეუერთდა. 24 წლის მიქელთაძემ ქართველებისთვის ნაკლებად ცნობილ ავსტრალიურ ფეხბურთს ალღო მარტივად აუღო და ჩატარებულ 24 მატჩში 13 გოლი გაიტანა. 3 საგოლე გადაცემასთან ერთად, ბექა მიქელთაძე გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, A ლიგის ძირითად გათამაშებაში კი მხოლოდ ჯეიმი მაკლარენს (15) ჩამორჩა.

სხვა სტატიები