Belive

მიქაუტაძეს ლიონი და ინგლისური კლუბები აკვირდებიან - მეცი 20 მილიონს ითხოვს

10 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ფრანგულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერით "ლიონი" და ინგლისის პრემიერ ლიგის გუნდები ინტერესდებიან.

Le10sport-ის მტკიცებით, "ლიონი" მიქაუტაძეს აქტიურად აკვირდება, თუმცა, კონკურენციის გაწევა "ბარნლისთან" და "ვულვზთან" მოუწევს. წყარო ასევე აღნიშნავს, რომ მზარდი დაინტერესების ფონზე, "მეცმა" მიქაუტაძის ფასი გაზარდა და ქართველ შემტევს 20 მილიონ ევროზე ნაკლებად არ შეელევა.

შეგახსენებთ, გიორგი მიქაუტაძემ ლიგა 2-ში ჩატარებულ 36 მატჩში 23 გოლი გაიტანა და 8 საგოლე პასის შესრულება შეძლო. "მეცის" ქართველი ვარსკვლავი ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

სხვა სტატიები