Belive

მიქაუტაძე მეგავარსკვლავებში - ქართველი 2020 წლის 10 საუკეთესო ფრანგ ბომბარდირში მოხვდა

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
20 წლის გიორგი მიქაუტაძე, რომელიც იჯარით „მეცმა“ ბელგიურ „სერენში“ გაუშვა, გამოცემა 90min-მა 2020 წლის საუკეთესო ფრანგი ბომბარდირების ტოპ-10-ში დაასახელა. მიქაუტაძე ბელგიაში ზაფხულიდან თამაშობს – მან „სერენში“ ჩატარებულ 14 მატჩში 16 გოლი გაიტანა და პირველი წრის შემდეგ ლიგის საუკეთესო ბომბარდირია.
„გოლებს მხოლოდ უდიდესი კლუბების ბრწყინვალე თავდამსხმელები არ იტანენ. 2020 წლის საუკეთესო ფრანგი ბომბარდირების ათეულში რამდენიმე სიურპრიზია“, – წერს გამოცემა, რომლის რეიტინგშიც გიორგი მიქაუტაძე მე-10 ადგილზე მოხვდა. „გიორგი მიქაუტაძე – 16 გოლი. ის „მეცმა“ „სერენს“ იჯარით დაუთმო. მიქაუტაძე მხოლოდ 19 წლისაა და ძალიან იღბლიანი კარიერული არჩევანი გააკეთა, როდესაც „სერენში“ იჯარით გადასვლას დათანხმდა და ბელგიის პირველ ლიგაში გადავიდა. თავდამსხმელმა, რომელიც „მეცის“ ძირითადში იბრაჰიმ ნიანის, ჰაბიბ დიალოს, დაოპა ნგეტეს გამო ვერ ხვდებოდა, ბედი უცხოეთში სცადა. ყოჩაღ, მან 2020 წელს 16 გოლი გაიტანა! განსაკუთრებით ისაა აღსანიშნავი, რომ 16 გოლიდან, 14 ჩემპიონატის განახლებისთანავე გაიტანა. ის აშკარად ლიგის საუკეთესო ბომბარდირია!“, – ვკითხულობთ 90min-ში.
მიქაუტაძესთან ერთად, ამ სიაში მოხვდნენ ენტონი მარსიალი (17 გოლი, მანჩესტერ იუნაიტედი), ოლივიე ჟირუ (18 გოლი, ჩელსი), კარიმ ბენზემა (23 გოლი, მადრიდის რეალი), კილიან მბაპე (26 გოლი, პარი სენ-ჟერმენი). თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ 2020 წელს გიორგი მიქაუტაძემ მათზე ბევრად ნაკლები მატჩი ჩაატარა.

წყარო: 1TV.GE

სხვა სტატიები