Belive

"მინსკის მანეჟის მაგიაა" - ალექსეი კაზირა კვარაცხელიას გოლზე

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბელარუსის ფეხბურთის ფედერაციის თანამშრომელი - ალექსეი კაზირა, იტალიის სერია A-ს 22-ე ტურის შეხვედრაში, ხვიჩა კვარაცხელიას მიერ "კრემონეზეს" კარში გატანილ გოლს ეხმაურება.

"თქვენ ჯერ კიდევ ვერ აანალიზებთ, რამდენმა მსოფლიო დონის ვარსკვლავმა ითამაშა მინსკის ტურნირზე. ხვიჩა კვარაცხელია, დიეგო სანტონი, ვიქტორ ციგანკოვი, მატია დესტრო - ეს იმ ფეხბურთელთა არასრული ჩამონათვალია, რომელთაც მინსკში ითამაშეს. იმედია, უახლოეს მომავალში ამ სიას ბელარუსი ფეხბურთელის გვარიც შეემატება.

საკუთარ 22-ე დაბადების დღეზე, სერია A-ს 22-ე ტურის ეგიდით გამართული შეხვედრის 22-ე წუთზე, კვარაცხელიამ "კრემონეზეს" გაუტანა. იტყვით, რომ რიცხვების მაგიაა მე კი გიპასუხებთ, რომ ეს არის მინსკის მანეჟის მაგია, სადაც 2018 წელს, კვარაცხელიამ საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად ტურნირში (განვითარების თასი) მიიღო მონაწილეობა. ეს ტურნირი მიზნად ისახავს ახალგაზრდა ტალანტების წარმოჩენას, რომლებიც მომავალში მსოფლიო ასპარეზზე გაბრწყინდებიან", - ალექსეი კაზირა.

სხვა სტატიები