Belive

მილანმა ლევერკუზენს ბონიფასეს ტრანსფერზე ოფიციალური წინადადებით მიმართა

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ნიგერიის ეროვნული ნაკრებისა და ლევერკუზენის შემტევმა, ვიქტორ ბონიფასემ, კარიერა, შესაძლოა, მილანში გააგრძელოს. ინფორმაციას Sky Sport ავრცელებს.

წყაროს ცნობით, როსონერიმ გერმანულ კლუბს ოფიციალური წინადადებით მიმართა, თავად ფეხბურთელი კი მილანს კონტრაქტის პირობებზე უკვე შეუთანხმდა.

გასულ სეზონში ბონიფასემ ლევერკუზენის მაისურით ჩატარებულ 27 შეხვედრაში 11 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.

  • მილანმა მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში უკვე რამდენიმე ფეხბურთელი, მათ შორის ლუკა მოდრიჩი, სამუელე რიჩი, პერვის ესტუპინიანი, არდონ იაშარი და კონი დე ვინტერი გაიფორმა.

სხვა სტატიები