Belive

მილანმა ჩემპიონთა ლიგაზე გუნდის რეკორდი დაამყარა

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში ,,მილანმა'' ,,ნიუკასლს'' უმასპინძლა. მატჩი ფრედ, ანგარიშით 0:0 დასრულდა.

,,როსონერიმ'' შეხვედრის პირველ ნახევარში მეტოქის კარში 7-ჯერ დაარტყა, რაც კლუბის ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია.

გარდა ამისა, მილანელებმა მატჩში სულ 25-ჯერ დაარტყეს, რაც 2005 წლის შემდეგ (პსვ-სთან მატჩში 27-ჯერ დაარტყეს) მათთვის ლიგაზე ასევე საუკეთესო შედეგია.

,,მილანი'' ჩემპიონთა ლიგის მომავალ შეხვედრას 4 ოქტომბერს, ,,დორტმუნდთან'' სტუმრად გამართავს.

სხვა სტატიები