Belive

მილანმა ჩელსისთან ლოფტუს-ჩიკის ტრანსფერი თითქმის შეათანხმა

10 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლონდონის ,,ჩელსის'' ნახევარმცველი, რუბენ ლოფტუს-ჩიკი ,,მილანში'' გადასვლასთან ახლოსაა. ინფორმაციას იტალიელი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

წყაროს ცნობით, მხარეები გრძელვადიან კონტრაქტზე თითქმის შეთანხმდმენ და ახლა ,,როსონერი'' ,,ჩელსისთან'' მოლაპარაკებებს ფეხბურთელის ფასზე მართავს.

2022-2023 წლების სეზონში ლოფტუს-ჩიკმა ,,ჩელსის'' მაისურით ჩატარებულ 33 შეხვედრაში 2 საგოლე გადაცემა მიითვალა. 27 წლის ფეხბურთელს ლონდონურ გუნდთან კონტრაქტი მომავალი წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

სხვა სტატიები