მილანისა და იუვენტუსის დაცემა - კომოს სასწაული!
2025/26 წლების სერია A მოულოდნელი შედეგებით დასრულდა. ბოლო ტურში ყველაფერი გაირკვა და ეს შედეგები კატასტროფულია ისეთი დიდი კლუბებისთვის, როგორებიც მილანი და იუვენტუსია.
მართალია, იტალიის ჩემპიონის ბედი კარგა ხნის წინ იყო გადაწყვეტილი და ტრიუმფატორი ინტერია, თუმცა უდიდესი ინტრიგა არსებობდა იმის დასადგენად, თუ ვინ ითამაშებდა მომავალი სეზონის ჩემპიონთა ლიგაზე.
2 ადგილისთვის (მესამე და მეოთხე, ნაპოლის განაღდებული ჰქონდა მეორე ადგილი) 4 გუნდი იბრძოდა: მილანი, იუვენტუსი, რომა და კომო. საქმე ისაა, რომ საკუთარ თავზე დამოკიდებული მხოლოდ მილანი და რომა იყვნენ. დედაქალქურმა კლუბმა თავისი საქმე ზედმიწევნით შეასრულა და ვერონა სტუმრად 0:2 დაამარცხა, აი მილანმა კი, სრულიად უმოტივაციო კალიარისთან, 'სან სიროზე' წააგო (1:2) და მეოთხე ადგილი კომოს ჩააბარა (კომომ კრემონეზე დაამარცხა 1:4). იუვენტუსის ტორინოსთან დაპირისპირება ახლაც მიმდინარეობს, თუმცა ამ მატჩის შედეგი ძირეულად არაფერს შეცვლის, მილანი და იუვე მე-5/მე-6 ადგილებს გაინაწილებენ და ევროპა ლიგაზე ითამაშებენ.
სერია A-დან გავარდნენ პიზა, ვერონა და კრემონეზე.
'QUIEN SIEMBRA RECOGE'
— DAZN Fútbol (@DAZNFutbol) May 24, 2026
El COMO de CESC FÁBREGAS es equipo de CHAMPIONS 🔥
¡Qué T-E-M-P-O-R-A-D-Ó-N! #SerieAenDAZN 🇮🇹 pic.twitter.com/qp4MeI6kwk