Belive

მილანის ყოფილი დირექტორი: ,,კვარაცხელიას შეუძლია, კაკას ან შევჩენკოს კარიერა გაიმეოროს''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,მილანის'' ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, არიედო ბრაიდამ, რომელიც ამჟამად იმავე პოსტს ,,კრემონეზეში'' იკავებს, ,,ნაპოლისთან'' მატჩის წინ, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა:

,,ნაპოლი ძალიან ძლიერია და ჩემპიონატს მოიგებს. მათ ევროპის საუკეთესო თავდამსხმელები ჰყავთ, ამიტომ უპრობლებოდ იგებენ. უბრალოდ, იმედი მაქვს, რომ ,,კრემონეზეს'' ვერ დაამარცხებენ. ფეხბურთში მოულოდნელობები არსებობს და ვიმედოვნებ, რომ ჩვენი ბიჭები კვირას სწორედ ამას შემოგვთავაზებენ.

ძლიერ გუნდებთან კარგად ვთამაშობთ და სუსტებთან ცუდად? ალბათ, იმიტომ, რომ დიდ კლუბებთან დასაკარგი არაფერი გვაქვს. ,,კრემონეზეში'' პრობლემებია, მაგრამ თასზე ,,რომასა'' და ,,ნაპოლის'' მოვუგეთ.

გასულ კვირას ,,ნაპოლის'' თამაში ვნახე და ეს გუნდი სხვა დონეზეა. ხვიჩა კვარაცხელიას შეუძლია, კაკას ან შევჩენკოს კარიერა გაიმეოროს. მან იცის, როგორ ჩამოიტოვოს მეტოქე, თანამედროვე ფეხბურთში კი ეს ყველაზე მნიშვნელოვანია,'' - განაცხადა ბრაიდამ.

ხვალ, სერია A-ს 22-ე ტურში, ,,ნაპოლი'' ,,კრემონეზეს'' უმასპინძლებს, მატჩი 23:45 საათზე დაიწყება.

მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზე ნეაპოლური გუნდის მაისურით ჩატარებულ 22 შეხვედრაში 10 გოლი და 14 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები