Belive

მილანის ახალი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია?!

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

"მილანი" ხულენ ლოპეტეგისთან აქტიურ მოლაპარაკებებს მართავს და უდიდესი ალბათობით სწორედ ის გახდება სტეფანო პიოლის შემცვლელი. აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი იტალიელი სპორტული ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

ფაბრიციო რომანოს მტკიცებით, "როსონერის" წარმომადგენლებსა და ესპანელ სპეციალისტს შორის პოზიტიური კონტაქტი უკვე შედგა და მომავალი ნაბიჯებიც დაიგეგმა.

ხულენ ლოპეტეგი იტალიური ფეხბურთის ფლაგმანს უპირატესობას ანიჭებს, რის გამოც "ვესტ ჰემსა" და რამდენიმე ევროპულ კლუბს უარი უთხრა.

სხვა სტატიები