Belive

მილანი და ინტერი შეთანხმდნენ - სან სირო დაინგრევა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული საფეხბურთო სტადიონი "სან სირო" მთლიანად დაინგრევა.

იტალიური გამოცემა La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, მილანისა და ინტერის საშინაო მოედანი 2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების შემდეგ მთლიანად დაინგრევა. მილანური კლუბების ახალი სტადიონის აშენება 1 მილიარდი ფუნტი დაჯდება. ის იგივე ლოკაციაზე იქნება, თუმცა, ახალი სახელით, "კათედრალი".

San_Siro_stadium

თავდაპირველად იგეგმებოდა, რომ ახალი სტადიონის მშენებლობისას "სან სიროს" ელემენტები ხელუხლებელი დარჩებოდა. საუბარი იყო ერთ-ერთ სპირალურ კიბეზე, რომელიც სტადიონის საკულტო ექსტერიერს ქმნის. მაგრამ, გადაწყდა რომ მთელი სტადიონი დაინგრევა და მის ადგილას ახალი 60,000 ადგილიანი "კათედრალი" აშენდება.

გეგმის თანახმად, "სან სირო" 2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიის შემდეგ დაინგრევა. მაგრამ, ეს ყველაფერი გადაწყვეტილი არ არის. კლუბები აპირებენ, რომ საჯარო დებატები გამართონ სტადიონის დანგრევის თემაზე. თუ დემონტაჟს დათანხმდებიან, სამშენებლო სამუშაოები 2024 წელს დაიწყება, რათა 2027-2028 წლების სეზონისთვის დროულად გაიხსნას.

სხვა სტატიები