Belive

"მილანი ჩემი სახლია" - ლეაომ ევროპული გრანდები უარით გაისტუმრა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიური მედია საშუალებები რაფაელ ლეაოს მომავალთან დაკავშირებით აქტიურად სპეკულირებენ - ავტორიტეტული ტაბლოიდების განხილვის მთავარი თემა, პორტუგალიელი ვარსკვლავის შესაძლო ტრანსფერია, თუმცა უკანასკნელი ცნობების თანახმად, ლეაომ ევროპული გრანდები უარით გაისტუმრა.

La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, რაფაელ ლეაოს შეძენით ლონდონის "ჩელსი" და მადრიდის "რეალი" ინტერესდებოდნენ, მაგრამ პორტუგალიელმა კონტრაქტის გახანგრძლივებისა და "მილანში" დარჩენის სურვილი გამოთქვა. მოქმედი კონტრაქტი ლეაოს "როსონერისთან" 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, თუმცა გახანგრძლივების თაობაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ასევე ცნობილია, რომ "მილანი" მზადაა ხელფასის სახით ლეაოს წელიწადში 7 მილიონი ევრო გადაუხადოს.

იტალიის სერია A-ს მიმდინარე სეზონში, ლეაომ 12 გოლი და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სხვა სტატიები