Belive

მილანი ბოლო 5 წელში მე-7 მწვრთნელს იცვლის

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მილანმა" ცოტა ხნის წინ ოფიციალურად დაადასტურა, რომ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან მარკო ჯამპაოლო დაითხოვა. შეგახსენებთ, რომ 52 წლის სპეციალისტმა "როსონერიში" ჯენარო გატუზო გასული სეზონის შემდეგ ჩაანაცვლა. "მილანმა" ჯამპაოლოს ხელმძღვანელობით მიმდინარე სერია A-ში 7-დან 3 მოიგო და 4-ჯერ დამარცხდა. იტალიის ჩემპიონატში მილანელები მე-13 ადგილს იკავებენ. საინტერესოა, რომ 2014 წლის შემდეგ "როსონერი" მწვრთნელს უკვე მეშვიდედ შეიცვლის.  

სხვა სტატიები