Belive

"მიხარია, რომ ამდენი გოლი გავიტანეთ, შეგვეძლო უფრო მეტიც გაგვეტანა" - ვილი სანიოლი

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

2023 წლის მეორე ამხანაგურ მატჩშიც საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა დიდი ანგარიშით იმარჯვა, ტაილანდის ეროვნული გუნდი, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე - 8:0 დაამარცხა და ისტორიული რეკორდი დაამყარა. მატჩის შემდეგ, ეროვნული გუნდის თავკაცმა, ვილი სანიოლმა კომენტარი გააკეთა.

მიხარია, რომ ამდენი გოლი გავიტანეთ, შეგვეძლო უფრო მეტიც გაგვეტანა, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალურად მივუდექით საქმეს და ფეხბურთელებმა დავალებები სწორად შეასრულეს. - ვილი სანიოლი

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ცალკეული ფეხბურთელების მდგომარეობასა და მნიშვნელობაზეც ისაუბრა. 

მიქაუტაძისთვის ახლა რთული მომენტია. ის ახალ გუნდში გადავიდა, სადაც სათამაშო დრო არ ეძლევა. ეს ფეხბურთელისთვის ყოველთვის რთული მომენტია. მე მჯერა, რომ ფეხბურთელი გამოწვევებს არ უნდა გაურბოდეს, იმედი მაქვს დარჩება "აიაქსში",
ძლიერად იშრომებს და შეძლებს, რომ საკუთარი შანსი გამოიყენოს.

კვარაცხელიასთან ჩვენ რამდენიმე მომენტი გავაანალიზეთ, არ ვიტყვი რაზე ვისაუბრეთ, მაგრამ ის ყოველთვის ყველაფერს კონსტრუქციულად იღებს. ვფიქრობ, დეტალები ფეხბურთში ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს. თანაც, ხვიჩა ძალიან ბევრს შრომობს იმისთვის, რომ ფანტასტიკური ფეხბურთელი გახდეს. მას წინ დიდი და დატვირთული სეზონი ელოდება, ამიტომ პატარა დეტალებსაც შეიძლება დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს.

რაც შეეხება ბუდუს, ვფიქრობ, ზივზივაძე მატჩში კარგად ჩაერთო. გასაგებია, მას გოლი არ გაუტანია და გუნდში დიდი სათამაშო დრო არ აქვს, მაგრამ კარგად მოძრაობდა და პროდუქტიული იყო. მე ბედნიერი ვარ, რადგან თავდამსხმელის პოზიციაზე არჩევანის შესაძლებლობა მაქვს, კვირას მხოლოდ ერთი მათგანი ითამაშებს და მიხარიახ რომ რთული არჩევანის გაკეთება მომიწევს. - განაცხადა ვილი სანიოლმა

შემდეგ მატჩს საქართველოს ნაკრები უეფას ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ეგიდით, კვიპროსის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩაატარებს.

სხვა სტატიები