Belive

მიხაილო მუდრიკი ჩელსიში ითამაშებს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

უკრაინის ეროვნული ნაკრებისა და დონეცკის ,,შახტარის'' შემტევი, მიხაილო მუდრიკი კარიერას ,,ჩელსიში'' გააგრძელებს.

,,მუდრიკის ინსტაგრამის გამოწერის დროა!'' - წერია ლონდონური გუნდის ფეისბუკის გვერდზე.

იტალიელი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს, ცნობით, ,,არისტოკრატებს'' უკრაინელი ფეხბურთელის ტრანსფერი 100 მილიონი ევრო დაუჯდებათ და მხარეები კონტრაქტს 2030 წლამდე გააფორმებენ.

მუდრიკის გადაბირებით კიდევ ერთი ინგლისური კლუბი, ლონდონის ,,არსენალიც'' ინტერესდებოდა.

მიმდინარე სეზონში 22 წლის გარემარბის ანგარიშზე ,,შახტარის'' მაისურით ჩატარებულ 18 შეხვედრაში 10 გოლი და 8 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები