Belive

მიხაელ ბალაკი: "კარლი უკვე თამაშობს ოცნების კლუბში"

2 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

მიხაელ ბალაკმა, რომელიც ამავდროულად ლენარტ კარლის აგენტიცაა, ახალგაზრდა ფეხბურთელის ბოლოდროინდელ კომენტარი განმარტა - კარლის ეს განცხადება რეალ მადრიდში მის მომავალ ტრანსფერად შერაცხეს.

17 წლის კარლი, ამ სეზონში, ბაიერნის პირველ გუნდში გადასვლის შემდეგ, ნამდვილი აღმოჩენა გახდა - 23 თამაშში ექვსი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა. გერმანულ გიგანტში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია კარლის სიტყვებმა: "ჩემი ოცნება მადრიდის რეალში თამაშია".

ბალაკმა, რომელიც ზაფხულში კარლის აგენტი გახდა, პოტენციურ ტრანსფერზე ნებისმიერი საუბარი უარყო.

ლენარტს ბაიერნში ფანტასტიკური დასაწყისი ჰქონდა. ეს მისი ოცნების კლუბია და ეს თავადაც თქვა.

როდესაც გასულ ზაფხულს მისი აგენტი გავხდი და ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ ხედავდა ის თავის სპორტულ მომავალს აქ, მიუნხენში, ლენარტმა თქვა: არა, ეს ჩემი კლუბია, ჩემი ოცნება - აქ გავიზარდე, აქ გადავდგი პირველი ნაბიჯები.

ჩვენ არ გვინდა, რომ ბიჭები ასე ნაადრევად გახდნენ საზოგადოების გაკიცხვის ობიექტი - ისედაც ხშირად გვეუბნებიან როგორ გამოვხატოთ საკუთარი თავი. ჩვენ გვინდა ავთენტურობა, გვინდა მოთამაშეები, რომლებიც შეგვიძლია სხვებისგან გამოვარჩიოთ. - განაცხადა მიხაელ ბალაკმა

სხვა სტატიები