Belive

მიკელ არტეტა: "მინდა ამ დღით ვისიამოვნო და გავიმარჯვო"

5 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ვფიქრობ, ორივე გუნდი შეიცვალა. გასულ პერიოდში ერთმანეთის პირისპირ სამი ძალიან განსხვავებული მატჩი ვითამაშეთ, სამი ძალიან განსხვავებული მომენტი.

ტაქტიკურად ეს იქნება გუნდური დაპირისპირება. ერთმანეთს ხვდება ორი გუნდი, რომლებსაც აქვთ გამორჩეული უნარები მოქნილობის, ადაპტაციისა და ინტენსივობის თვალსაზრისით. თუმცა, იქნება ინდივიდუალური ეპიზოდებიც. ჩემპიონთა ლიგას თუ დავაკვირდებით, მასში ბევრი რამ სწორედ ამაზეა დამოკიდებული. ასე რომ, ვიცით: მოსაგებად ჩვენი საუკეთესო ვერსია უნდა ვაჩვენოთ.

ეს უზარმაზარი მოვლენაა. დიდი პრივილეგია. ფინალში გასვლის ეფექტს მყისვე ამჩნევ. ხედავ, როგორ რეაგირებენ ადამიანები, როგორ სურთ მატჩზე მოხვედრა. ეს განსაკუთრებული ტურნირია საკლუბო ფეხბურთში. ძალიან მინდა, ვისიამოვნო ამ დღით და რა თქმა უნდა, გავიმარჯვო", - ამბობს მიკელ არტეტა.

უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალი 30 მაისს, ბუდაპეშტში უნდა გაიმართოს და თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყოს.

სხვა სტატიები