მიკელ არტეტა: "გუნდისთვის ეს მხოლოდ დასაწყისია. სამომავლოდ უფრო დიდი მიზნები გვაქვს."
მიკელ არტეტამ საკუთარ ფეხბურთელებს მოუწოდა, რომ პრემიერ ლიგის მოგების შემდეგ, გუნდი სრულიად ახალ დონეზე აიყვანონ და თითოეულმა მათგანმა, მოქმედი ჩემპიონის სტატუსთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა სრულად აიღოს. ესპანელ სპეციალისტს მიაჩნია, რომ ეს წარმატება არა საბოლოო მიზანი, არამედ ის საწყისი ეტაპია, რომელიც გუნდის მომავალ წარმატებებს უნდა დაედოს საფუძვლად. კლუბის ოფიციალურ ვებგვერდთან საუბრისას, არტეტამ ნათლად აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ ლონდონურ კლუბში მიღწეული ეს წარმატება, თვითკმაყოფილების მიზეზი არ გახდება. მისი თქმით, პრემიერ ლიგის მოგება, ახალი ეპოქის დასაწყისი უნდა იყოს და არა ერთჯერადი ტრიუმფი.
ეს მხოლოდ დასაწყისია და ჩვენ ეს სტანდარტად უნდა ვაქციოთ. ჩვენი სტანდარტი სრულყოფილება უნდა იყოს. სწორედ ამან უნდა მოგვცეს ძალა, კიდევ უფრო გაბედულად ვითამაშოთ და სამომავლოდ, უფრო მეტის იმედი გვქონდეს. ყოველდღიურად უფრო მეტი ამბიცია და მონდომება უნდა გვქონდეს და უნდა დავამტკიცოთ, რომ ამ დონეზე თამაში დიდი ხნის განმავლობაში შეგვიძლია.
ჩემი ამბიციაა, ყოველდღიურად, მაქსიმალურად შევასრულოთ ყველა ის მოთხოვნა, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ მომდევნო დღეს, იმაზე უკეთესები ვიყოთ, ვიდრე წინა დღეს ვიყავით. ეს თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა. თუ ამას შევძლებთ, მაშინ ძალიან ძლიერები ვიქნებით. - განაცხადა არტეტამ
Mikel Arteta speaks about Arsenal's desire to go again and compete at the highest level 💪
— Sky Sports Premier League (@SkySportsPL) July 29, 2026
Watch the full interview on the Arsenal app 🔴 pic.twitter.com/f24tRlQDxV
პრემიერ ლიგის ტიტულის დაცვისთვის მზადების პარალელურად, არტეტას ამოცანაა, გამარჯვებულის მენტალიტეტი, მოედანზეც სრულად აისახოს. არსენალის მთავარ მწვრთნელს, მოლოდნი აქვს, რომ მისი ფეხბურთელები, ახალი სეზონის პირველივე დღიდან, კიდევ უფრო დიდ ამბიციას და გამარჯვებისაკენ სწრაფვას გამოავლენენ.
22-წლიანი უტიტულო პერიოდის დასრულების შემდეგ, ჩრდილოეთ ლონდონში, მოლოდინები მნიშვნელოვნად შეიცვალა. ახლა არტეტასა და არსენალს ყველაზე რთული გამოცდა ელით - მწვერვალზე დარჩენა და იმის დამტკიცება, რომ წარმატება შემთხვევითი არ ყოფილა, ხოლო სრულყოფილება არსენალის ყოველდღიურ სტანდარტად იქცა.