Belive

მეცის პრეზიდენტი: ,,ვფიქრობ, მიქაუტაძის შენარჩუნება გაგვიჭირდება''

10 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

საფრანგეთის ლიგა 2-ის ბოლო ტურის შემდეგ, ,,მეცის'' პრეზიდენტს, ბერნარ სერინს, გიორგი მიქაუტაძის მომავლის შესახებ ჰკითხეს:

,,ჩვენ მიქაუტაძის ძალიან კარგი სეზონი ნამდვილად უნდა გამოვყოთ. როდესაც ის ,,სერენიდან'' დაბრუნდა, გაჩნდა კითხვა, რომელ პოზიციაზე უნდა ეთამაშა, რადგან 1,77 მეტრ სიმაღლის ცხრა ნომერი კლასიკური არ არის... ლასლო (მეცის მთავარი მწვრთნელი) ყოყმანობდა მანამ, სანამ მას დააყენებდა ამ პოზიციაზე, რომელზეც მიქაუტაძემ გოლები გაიტანა. ჟორჟს ასეთ პერფორმანსს ვულოცავ!

შეგვიძლია თუ არა მისი შენარჩუნება? ვფიქრობ, რთული იქნება. ლიგა 1-ში თამაშის შემთხვევაშიც, განსაკუთრებული შესაძლებლობები ვერ გვექნება. მაშინ, როდესაც გუნდი უზარმაზარი შემოთავაზებით მოდის, ეს ნიშნავს, რომ ხელფასი, რომელსაც ისინი ფეხბურთელს სთავაზობენ, ასევე დიდია. ჩვენ ვერ გვეყოლება მოთამაშე, რომელსაც გუნდის სხვა წევრებთან შედარებით ბევრს გადავუხდით. ასე რომ, არსებობს დიდი რისკი იმისა, რომ ის დაგვტოვებს,'' - განაცხადა სერინმა.

გიორგი მიქაუტაძემ ლიგა 2-ის 2022-2023 წლების სეზონში 23 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა მიითვალა. ქართველი ფეხბურთელი ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი და ბომბარდირი (არსებობს თეორიული შანსი იმისა, რომ ბომბარდირთა სიაში მიქაუტაძეს ,,ბორდოს'' თავდამსხმელმა, ჯოშ მაჯამ გადაუსწროს, თუმცა ამისთვის ჯერ ,,ბორდოსა'' და ,,როდეს'' მატჩი უნდა გაგრძელდეს და ნიგერიელმა მინიმუმ 8 გოლი გაიტანოს) გახდა.

ფრანგული მედიის ცნობით, 22 წლის თავდამსხმელის გადაბირებით რამდენიმე გუნდი ინტერესდება, მათ შორის ,,ბარნლი'' და ,,მილანი'' არიან.

სხვა სტატიები