მეცი კვლავ დამარცხდა - აბუაშვილისა და წიტაიშვილის შეფასება
1 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-8 ტურში, ტულუზა მეცს დაუპირისპირდა და 4:0 გაიმარჯვა.
აღსანიშნავია, რომ მეცი მიმდინარე სეზონში გამარჯვების მოპოვებას ჯერ ვერ ახერხებს (2 ფრე, 6 მარცხი) და სატურნირო ცხრილის ბოლო პოზიციაზეა.
ტულუზასთან გამართულ მატჩში ძირითად შემადგენლობაში იყო გიორგი აბუაშვილი, რომელიც მეორე ტაიმის სტარტზე შეცვალეს, ხოლო გიორგი წიტაიშვილი მოედანზე სათადარიგოთა სკამიდან 71-ე წუთზე შევიდა.
Flashscore-მ აბუაშვილის თამაში 6.4 ქულით, ხოლო წიტაიშვილის თამაში 5.7 ქულით შეაფასა. Sofascore-მ აბუაშვილს 6.1, ხოლო წიტაიშვილს 6.5 ქულა დაუწერა. Whoscored-მა კი აბუაშვილს 5.96, ხოლო წიტაიშვილს 5.74 ქულა დაუწერა.