Belive

მეტოქის დამცინავი ფინტები კაიზერ ჩიფსის სარეზერვო გუნდის შესრულებით

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
როგორც რეალურ ფეხბურთში, ასევე FIFA-სა თუ Pro Evolution Soccer-ის თამაშისას, შეიძლება მეტოქე გაცილებით უფრო ძლიერი იყოს. თუმცა ფეხბურთი მეტოქის მეტ დაფასებას მოითხოვს. "კაიზერ ჩიფსი" სამხრეთ-აფროკული საფეხბურთო გუნდია, რომელიც ადგილობრივ პრემიერ ლიგაში ასპარეზობს. საფეხბურთო სამყაროს ყურადღება "კაიზერ ჩიფსმა" სარეზერვო გუნდის მოთამაშეების დამსახურებით მიიქცია, რომლებმაც ბოლო მატჩში მოედანზე ძალიან უცნაური მოძრაობები შემოგვთავაზეს. "კაიზერ ჩიფსის" სარეზერვო გუნდმა ბოლო მატჩში "პლატინუმ სტარსი" ანგარიშით 4:2 დაამარცხა. თუმცა თამაში საინტერესო არა სახიფათო მომენტებით და გოლებით, არამედ მოედნის შუაგულში ფეხბურთელების მიერ გაკეთებული საინტერესო მოძრაობებით გახდა.

იხილეთ ვიდეო

 

სხვა სტატიები