Belive

მესუთ იოზილმა კარიერა დაასრულა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

34 წლის ასაკში, მესუთ ოზილმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა.

მადრიდის "რეალისა" და "არსენალის" ყოფილმა გამთამაშებელმა გადაწყვეტილება გულშემატკივარს სოციალური ქსელით შეატყობინა.

"ყველას მოგესალმებით,

დიდხნიანი ფიქრისა და განსჯის შემდეგ, პროფესიულ ფეხბურთს ვტოვებ.

მქონდა პატივი, პროფესიონალურ დონეზე 17 წლის განმავლობაში მეთამაშა. ამ შესაძლებლობისთვის ძალიან მადლიერი ვარ. გასული კვირებისა და თვეების განმავლობაში, ტრავმებმა შემაწუხა და ჩემთვის ნათელი გახდა, რომ ფეხბურთის დიდი სცენის დატოვების დრო იყო.

ეს იყო საოცარი, დაუვიწყარი მოგონებებითა და ემოციებით სავსე გზა. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს კლუბებს - "შალკეს", "ვერდერს", "რეალს", "არსენალს", "ფენერბაჰჩესა" და "ბასაქშეჰირს". ასევე ჩემს მწვრთნელებს - მათ, ვინც მხარს მიჭერდა. ასევე თანაგუნდელებს, რომლებიც ჩემი მეგობრები გახდნენ.

განსაკუთრებული მადლობა ჩემი ოჯახის წევრებსა და მეგობრებს ეკუთვნით. ჩემს ხანგრძლივ მოგზაურობაში, ისინი მუდივად გვერდით მედგნენ და მხარდაჭერას მიცხადებდნენ.

მადლობა ყველა იმ გუნდის გულშემატკივარს, რომლისგანაც ნებისმიერ გარემოებაში, სიყვარულს ვგრძნობდი.

ახლა კი, ენთუზიაზმით ვხვდები ჩემს მომავალ ცხოვრებას, რომელსაც ჩემს მშვენიერ მეუღლესთან, ამინესთან, და ორ შვილთან, ედასთან და ელასთან ერთად გავატარებ. დარწმუნებულები იყავით, რომ სოციალური ქსელების მეშვეობით, ჩემგან არაერთ ამბავს შეიტყობთ.

კიდევ შევხვდებით,
მესუთი.

სხვა სტატიები