Belive

მესუთ იოზილი: "მიეცით ჩემს ბიჭს - ბენზემას, ოქროს ბურთი..."

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ახლახანს დასრულდა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის პირველი მატჩი, სადაც მანჩესტერ "სიტიმ" მადრიდის "რეალი" 4:3 დაამარცხა. მადრიდის "რეალისა" და გერმანიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა - მესუთ იოზილმა, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური მატჩის შემდეგ, სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.  გერმანელმა ფეხბურთელმა "Twitter"-ზე პოსტი ბენზემას მიუძღვნა: "მიეცით ჩემს ბიჭს - ბენზემას, ოქროს ბურთი".

მესუთ იოზილი და კარიმ ბენზემა ერთად "სამეფო კლუბში" 2010-2013 წლებში თამაშობდნენ. სწორედ 2013 წელს, კარიმ ბენზემა და მესუთ იოზილი გახდნენ ლა ლიგის საუკეთესო მეპასეები მადრიდის "რეალის" რიგებში (15 საგოლე გადაცემა იოზილს, 11 საგოლე გადაცემა ბენზემას).  

სხვა სტატიები