Belive

"მესტალიას გიგანტი ხდება, ფინალის საგზური უშუალოდ მოიპოვა" - როგორ გამოეხმაურა ესპანური მედია მამარდაშვილის თამაშს?

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ესპანეთის თასის ნახევარფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრაში, “ვალენსიამ” ბილაბოს “ატლეტიკი” – 1:0 დაამარცხა და კოპა დელ რეის ფინალის საგზური ორი მატჩის ჯამში – 2:1 გამარჯვების შედეგად მოიპოვა. შეხვედრაში ერთ-ერთი საუკეთესო საქართველოს ნაკრების მეკარე, გიორგი მამარდაშვილი იყო, რომელმაც უკვე მიჯრით მეექვსე მატჩში ანდალუსიური კლუბის მთავარი გუნდის ძირითად შემადგენლობაში სრულად ითამაშა და ზედიზედ მეორე დაპირისპირებაში კარის მშრალად შენახვა მოახერხა. მატჩის შემდეგ, ქართველო გოლკიპერის თამაშს ესპანური მედია საკმაოდ პოზიტიური სტატიებით გამოეხმაურა და დაწერა, რომ "ღამურების" ფინალში გასვლაში 21 წლის ფეხბურთელს უდიდესი წვლილი მიუძღვის.
"ვალენსიამ" სამეფო თასის ფინალის საგზური მოიპოვა და ამაში უდიდესი დამსახურება უშუალოდ გონსალო გედეშს და გიორგი მამარდაშვილს მიუძღვის. როცა გუნდი ამას ყველაზე ნაკლებად იმსახურებდა, გედეში გენიად მოევლინა "ვალენსიას" "ლა კარტუხას" ბილეთის საყიდლად. მამარდაშვილმა 23 აპრილის სევილიის საგზურისთვის უპირატესობის შესანარჩუნებლად მაქსიმუმი გააკეთა. ბილბაოს "ატლეტიკი" უიმედოდ ეძებდა გზას იმისთვის, რომ მამარდაშვილის კარი აეღო, თუმცა "ვალენსიამ" მაღალი თავდაცვითი ქსელი ჩამოაყალიბა, რომლის დაძლევაც მარსელინომ ვერ შეძლო.  არის მომენტები, რომლებსაც შეუძლიათ შეცვალონ მატჩის მიმდინარეობა. არიან რჩეული მეკარეები, რომელთაც შეუძლიათ გამოჩნდნენ და გადაარჩინონ თავიანთი გუნდი ზუსტად გადამწყვეტ მომენტში. დიახ, ის ვინც ეს ყველაფერი "მესტალიაზე" ხუთშაბათს გააკეთა, გიორგი მამარდაშვილი იყო, რომელიც თავისი გუნდის გიგანტი ხდება. ორი საკვანძო ქმედება, ორი გადარჩენა, რამაც საშუალება მისცა ბორდალასის ფეხბურთელებს უგოლო ფრე შეენარჩუნებინათ მატჩში და წინააღმდეგობა გაუწიეს "ატლეტიკს". ქართველი ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა, მაგრამ მის პროგრესი "ვალენსიასთვის" მნიშვნელოვან ადამიანად გახდომის პერსპექტივაზე მიუთითებს", - წერს ესპანური პრესა.
გიორგი მამარდაშვილმა 2022/23 წლების სეზონში როგორც კოპა დელ რეის, ისე ლა ლიგის ეგიდით, საერთო ჯამში 12 მატჩი ჩაატარა, 14 გოლი გაუშვა და ხუთჯერ კარის მშრალად შენახვა მოახერხა.  

სხვა სტატიები