Belive

მესისთან შეხვედრის შემდეგ, მაიამის ფუხბურთელმა მისი ხელმოწერა ამოისვირინგა

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

"ინტერ მაიამის" მეკარემ ფრანცისკო რანიერიმ ლიონელ მესისთან შეხვედრით ბავშვობის ოცნება აიხდინა და სამახსოვროდ ხელზე მისი ავტოგრაფიც მიიღო. მოგვიანებით რანიერიმ ეს ხელმოწერა ამოისვირინგა და მთელი ცხოვრების განმავლობაში მასთან ერთად იქნება.

არგენტინის ეროვნული ნაკრები, ჰონდურასთან ამხანაგურ მატჩამდე, მოსამზადებელ ეტაპს ფლორიდაში გადიოდა. აღნიშნული მატჩი სამხრეთ ამერიკელებმა 3:0 მოიგეს, სადაც მესიმ ორი გოლი გაიტანა.

თამაშიდან რამდენიმე დღეში, ლოინელმა კვლავ მოინახულა ეს მოედანი, რათა შეხვედროდა და ევარჯიშა "ინტერის" რამდენიმე ფეხბურთელთან, მათ შორის მის ყოფილ თანაგუნდელთან, გონსალო იგუაინთან ერთად. სწორედ აქ მოხდა მესისა და რანიერის შეხვედრა, რომელიც მეკარემ მაშინვე გამოიყენა და სამახსოვრო ავტოგრაფიც მიიღო.

ფრანცისკომ დრო არ დაკარგა და მესის ხელმოწერა მაშინვე ტატუდ აქცია და ის მისი თანამგზავრი გახდა მთელი ცხოვრებს განმავლობაში. მეკარემ საკუთარი Instagram-ის საშუალებით პოსტი გაავრცელა, სადაც წერს, რომ საუკეთესო დღე ჰქონდა და ბავშვობის ოცნებაც აიხდინა.

მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე არგენტინის ნაკრებს 16 ნოემბერს არაბეთის გაერთიანებულ საემიროებთან ელის ამხანაგური მატჩი. ყატარში გასამართ მუნდიალზე არგენტინა ერთ-ერთი ფავორიტია. ისინი გახსნით შეხვედრაში 22 ნოემბერს საუდის არაბეთს დაუპირისპირდებიან, მექსიკას 26 ნოემბერს, ხოლო ჯგუფის ბოლო შეხვედრა პოლონეთის წინააღმდეგ 30 ნოემბერს შედგება.

სხვა სტატიები