Belive

მესის წერილი სუარესს: "გუნდიდან გაგდებას არ იმსახურებდი"

3 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
ლიონელ მესი "ბარსელონადან" ლუის სუარესის წასვლას Instagram-ზე გამოეხმაურა. არგენტინელმა წერილში გუნდის ხელმძღვანელობა ირიბად გააკრიტიკა და ყოფილ თანაგუნდელს "ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელი" უწოდა.
“ამაზე ფიქრი უკვე დაწყებული მქონდა, მაგრამ როდესაც დღეს გასახდელში შევედი, შეგუება მომიწია. მოედანზე და მოედანს მიღმა, თითოეული დღის შენთან ერთად გატარებაზე უარის თქმა ძალიან რთული იქნება. ძალიან მოგვენატრები. ჩვენ ერთად არაერთი წელი გავატარეთ, ძალიან ბევრი ლანჩი და ვახშამი გამოვიარეთ. არსებობს ძალიან ბევრი რამ, რასაც ვერ დავივიწყებ. შენი სხვა მაისურით ხილვა ძალიან უცნაური იქნება. შენს წინააღმდეგ თამაში კიდევ უფრო უცნაური იქნება. შენ იმსახურებდი ისეთ გაცილებას, რომელიც ზუსტად შეესაბამებოდა იმას, ვინც ხარ: კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელი. ადამიანი, რომელმაც გუნდურ და ინდივიდუალურ დონეზე ძალიან დიდ სიმაღლეებს მიაღწია. გუნდიდან ასეთ გაგდებას არ იმსახურებდი. თუმცა სიმართლე ისაა, რომ ცხოვრების ამ ეტაპზე, მე უკვე აღარაფერი მაკვირვებს".
შეგახსენებთ, რომ ლუის სუარესი "ატლეტიკოს" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. ურუგვაელმა "ბარსელონას" შემადგენლობაში 283 მატჩი ჩაატარა და ამ პერიოდში, 195 გოლსა და 113 საგოლე გადაცემას მოუყარა თავი.

 
View this post on Instagram
 

Ya me venía haciendo la idea pero hoy entré al vestuario y me cayó la ficha de verdad. Que difícil va a ser no seguir compartiendo el día a día con vos, tanto en las canchas como afuera. Los vamos a extrañar muchísimo. Fueron muchos años, muchos mates, comidas, cenas... Muchas cosas que nunca se van a olvidar, todos los días juntos. Va a ser raro verte con otra camiseta y mucho más enfrentarte. Te merecías que te despidan como lo que sos: uno de los jugadores más importantes de la historia del club, consiguiendo cosas importantes tanto en lo grupal como individualmente. Y no que te echen como lo hicieron. Pero la verdad que a esta altura ya no me sorprende nada. Te deseo todo lo mejor en este nuevo desafío. Te quiero mucho, los quiero mucho. Hasta pronto, amigo.

A post shared by Leo Messi (@leomessi) on

სხვა სტატიები